„მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე „ყველაფერს გააკეთბს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მიიღონ.
„პირადად მე ნინოს და მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ, ვთვლი, რომ ბურჯანაძის ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იქნება. ის და მისი გუნდი საერთო ბრძოლას უნდა შეუერთდნენ. რა თქმა უნდ, ეს ჩემი პირადი სურვილია, კოალიციის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ. წვრილმან საკითხებზე ყველამ თვალი უნდა დავხუჭოთ. ბურჯანაძის გამოცდილება საჭიროა“,- განაცხადა თოფაძემ.
ბურჯანაძის ქართულ ოცნებაში შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ პოზიცია რამოდენიმე დღის წინაც მოისმინეს. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციაში შემავალი პარტიებისა და წევრების აზრი, ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესახებ, გათვალისწინებული არ იქნება.
“კოალიცია არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა წევრის აზრი იყოს ერთიდაიგივე. მთავარია, განსხვავება არ იყოს ძირითად საკითხებში და კურსში“,- მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“.
ცნობისთვის, გოგი თოფაძემ ბიძინა ივანიშვილის კოალციაში გაწევრიანება ოფიციალურად დღეს დაადასტურა.
Internet.ge