აფხაზეთის მარიონეტული
რეჟიმის ე.წ. პარლამენტი თავის „დამკვირვებლებს“ გაგაზავნის აღარიაღებულ მთიან
ყარაბაღში, სადაც ხვალ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დელეგაციის შემადგენლობაშია ე.წ. საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი
იური ზუხბა და ეკონომიკური კომიტეტის წარმომადგენელი თემურ კვიცინია.
არაღიარებულ ყარაბარში პრეზიდენტს უკვე მეხუთედ ირჩევენ.
ამ პროცესს აფხაზების გარდა სომხეთიდან და რუსეთიდან ჩასული დელეგაციებიც
დააკვირდებიან, რაც აზერბაიჯანის პროტესტს იწვევს.
Internet.ge