GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძემ იაპონიას საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა
15:06 19.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტეცურო ფუკუიამას შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძემ თხოვნით მიმართა ტეცურო ფუკუიამას, რათა იაპონიის პარლამენტმა საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მისია გამოაგზავნოს, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებას.

იაპონიის მრჩეველთა პალატაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2012 წელს იაპონიის საკანონმდელო ორგანოში საქართველო-იაპონიის საპარლამენტო ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას.

ტეცურო ფუკუიამა შეეხო საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, ამასთან, აღნიშნა საქართველოში ბიზნესის გარემოს მიმზიდველობა და ხაზი გაუსვა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველოს მიერ დაკავებულ მეტად საპატიო, მე-16 პოზიციას.

იაპონიის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა სუამ-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში იაპონიის და სუამ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობა შემდგომში გაღრმავდება.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქუთაისში სამხედრო აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობს1
აფხაზეთში რუსი მონებით ვაჭრობენ2
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია3
"პრესა.ჯი" ბიძინა ივანიშვილის შავი ბუღალტერიის შესახებ სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს4
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X