რუსეთის
პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის
სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც აშშ-ს პრეზიდენტმა კრასნოდარის მხარეში
მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და სალიკვიდაციო
სამუშაოებში მოსკოვს დახმარება შესთავაზა.
საუბრის მთავარი თემა კი სირია იყო. ობამა შეეცადა, შეეცვალა პუტინის პოზიცია
ასადის რეჟიმთან მიმართებაში, თუმცა მოსკოვის პოზიცია იგივე რჩება: ის მიმდინარე
მოვლენებში დამნაშავედ მხოლოდ ასადს არ მიიჩნევს.
ამასთან, სირიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში წარმოქმნილ სიტუაციასთან
დაკავშირებით რუსული მედია ვლადიმერ პუტინისგან განცხადებას უახლოეს საათებში
ელოდება.
როგორც ცნობილია, ბაშარ ასადმა გუშინდელი ტერაქტის შედეგად რამდენიმე საკვანძო
თანამდებობის პირი დაკარგა, თავად კი დამასკოდან საპორტო ქალაქ ლატაკიაში გაიქცა.
ამ დროისათვის გავრცელებული ცნობებით, ოპოზიცია დამასკოში უკვე ასადის სასახლეს
უტევს.
Internet.ge