GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უშიშროების საბჭო გიგა ბოკერიას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
17:16 05.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის პრესცენტრი, გიგა ბოკერიას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

 

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 3 აპრილს რამოდენიმე ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუს არასწორი ციტირება მოხდა.

 

პრესცენტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, მიზანშეწონილად თვლიან ინტევიუს ფრაგმენტი სრულად გამოაქვეყნონ.

 

„ინტერნეტ.ჯი“ ინტერვიუს ფრაგმენტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„კოტრიკაძე: თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ომის საფრთხე, რუსულ-ქართული ომის განმეორების?

 

ბოკერია: ვფიქრობ, რომ მრავალი საერთაშორისო ფაქტორის გამო, ამ მომენტში არ არსებობს წინაპირობები, რომ ეს მუქარა მყისიერად განხორციელდეს. მე არა მაქვს საფუძველი,  ვიფიქრო, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული იქნება რაიმე იმანენტური, სრულმაშტაბიანი ნაბიჯები. მაგრამ სამწუხაროდ, მათ აქვთ განზრახვა,  ბოლომდე მიიყვანონ  დაწყებული „საქმე“.  2008 წელს მათ ეს „საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს“... საქართველო აგრძელებს სწორედ იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი გახდა. ეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი არსებობის, ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კურსი. თუმცა, სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ მოსკოვის მხრიდან, და ვიდრე არსებობს ქართველი ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემა იქნება. ამდენად, სამწუხაროდ, საერთოდ ასეთი საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. საქართველოს პერსპექტივების მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო მუქარა რჩება იმის გამო, რომ ჩვენთან საქართველოს ტერიტორიაზე  მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება გრძელდება. იმის გამო, რომ სექტემბერში სამხედრო წვრთნები იგეგმება“.

 

უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს შორის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტრიის ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, ასევე რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს განსაზღვრავს.

 

ამასთანავე, როგორც  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აღნიშნავს, უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი მოქმედებების განახლების საფრთხე არ არსებობს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თურქეთის სანაპიროსთან სირიელი დევნილებით სავსე გემი ჩაიძირა1
აფხაზეთის რუსულმა ბაზამ ახალი თაობის კავშირის საშუალებები მიიღო2
"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცეცხლი გახსნა (VIDEO)3
კანცელარიისკენ მსვლელობა დაიწყო4
C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა იქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X