ეროვნულ დემოკრატიული პარტია ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ ჩახვაძემ განაცხადა, საჭიროა შეიქმნას გლეხური
მეურნეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამა, რომელიც სტიქიისაგან მიყენებული
ზიანის კომპენსაციას უზრუნველყოფს.
ჩახვაძის განცხადებით, „ედპ“
საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს უჭერს.
„აუცილებელია ბიუჯეტში იყოს ცალკე, გლეხური მეურნეობის მხარდაჭერის
საბიუჯეტო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში შემოიტანს დაზღვევის მცნებას. კონკრეტულად
კი, ყოველ ოჯახს ექნება დაზღვევა მოსავალსა და საქონელზე. დაზღვევის თანხების
ნაწილს კი დაფარავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო“,- განაცხადა ჩახვაძემ.
Internet.ge