დეპუტატ
გოკა გაბაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, საქართველომ, დემოკრატიის ტესტი ღირსეულად ჩააბაროს.
როგორც
ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებასთან დაკავშირებით,
ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, მათი მიზანია – საპარლამენტო არჩევნებში, საქართველომ დემოკრატიულობის კუთხით, საერთაშორისო საზოგადოებისა და საკუთარი მოსახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახუროს.
„სპეკულაციებს, რომ რაიმე სახის არათანაბარი მდგომარეობა იქმნება, დღეს წერტილი უნდა დაესვას. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ის უფლება ჰქონდეს, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ ჯონ ბასმა
საქართველოს მთავრობას თანასწორობის პრინციპის დაცვისა და პროცესის სწრაფად წარმართვისკენ მოუწოდა.
internet.ge