ბაღათური: რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტში ცვლილებები, როცა სარეზერვო ფონდები არსებობს
"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ გახდა
საჭირო ბიუჯეტში ცვლილებები მაშინ, როცა მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები არსებობს.
ამის შესახებ
განცხადება, ბარათურიამ პარლამენტის რიგგარეშე ბიუროს
სხდომაზე გააკეთა.
დეპუტატი მთავრობისგან სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
„თუ ფონდებში ეს თანხები აღარ
არის, მაშინ მთავრობამ მისი გახარჯვის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს“,-
დასძინა დეპუტატმა.
Internet.ge