კახეთში მიმდინარე სალიკვიდაციო
სამუშაოებისა და სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების
გასაცემად საჭირო საბიუჯეტო ცვლილებებზე დღეს, პარლამენტში იმსჯელებენ.
როგორც
ცნობილია, ცვლილებათა
პაკეტს პირველად საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში
განსახორციელებელი ცვლილებებით მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების
დაფინანსება მოხდება.
საბიუჯეტო
ცვლილებების პროექტს კი, პარლამენტი 25 ივლისს დაამტკიცებს. სტიქიის სალიკვიდიციო
სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, ბიუჯეტიდან 162 მილიონ ლარამდე
დაიხარჯება.
Internet.ge