მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის შეფასებით, ბიუჯეტში
შესატანი ცვლილებები, აუცილებელი და კარგად დაგეგმილი პროექტია.
როგორც დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას ხუროშვილმა განაცხადა, აღნიშნული
ცვლილებები, პრეზიდენტმა და მინისტრთა კაბინეტმა, სტიქიის ეპიცენტრში, ხალხის
პრობლემების გათვალისწინებით მოამზადა.
„ზოგიერთ ჩვენ ოპონენტს ჰგონია, რომ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები
მომზადებული იქნა, კონდინცირებულ ოთახებში, მაგრამ ეს ასე არ არის. აღნიშნული
ცვლილებები მოამზადა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და
მთავრობის თითოეულმა წევრმა, სწორედ სტიქიის ეპიცენტრში“,- განაცხადა ხუროშვილმა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, პარლამენტი 25 ივლისს დაამტკიცებს.
სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით,
ბიუჯეტიდან 162 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
Internet.ge