თელავში, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გამართა.
პრემიერ–მინისტრმა შტაბის წევრებისგან, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.
ასევე, მერაბიშვილმა მინისტრებისგან, დაზარალებულების დახმარების ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩაიბარა.
Internet.ge