დღეს, ახალციხეში აქციის „არა მონოპოლიებს“ ფარგლებში, „ახალმა მემარჯვენებმა“ მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს და აქციაში ფართოდ ჩართვისკენ მოუწოდეს. აქციაში „ახალი მემარჯვენების“ თავმჯდომარე დავით
გამყრელიძე, ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ.
ასევე, აქციაში მონაწილეობდნენ დღეს
დასახელებული ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატები: მალახაზ გოგოლაძე, გია ჭელიშვილი და რომანოზ ახვლედიანი.
„დღეს ბიზნესის თითქმის ყველა
სფერო მონოპოლიზებულია და სწორედ ამის გამოა,
რომ ქვეყანაში წამალი, საწვავი, პროდუქტი, ტრანსპორტი, სხვადასხვა მომსახურება ძვირია და ძალიან ბევრი ოჯახისთვის უმთავრეს თავისტკივილად იქცა. მონოპოლიები ხელს
უშლის მცირე
და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავისთავად ტოტალური უმუშევრობის ძირითადი მიზეზია. „ახალი
მემარჯვენები“ ბოლომდე მივიყვანთ მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და მომავალ პარლამენტში მივაღწევთ, რომ ქვეყანაში დაცული იქნას
თავისუფალი კონკურენცია და სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ამოქმედდეს,“ – განაცხადა დავით
გამყრელიძემ.
აქციები მონოპოლიების წინააღმდეგ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში ჩატარდება.
Internet.ge