საია საგარეო უწყებას საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის გაუქმებისკენ მოუწოდებს
საია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს,
გააუქმოს
საზღვარგარეთ
მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის
არჩევნებში
მონაწილეობის
მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა.
„კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს ამ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რაც საქართველოს
მოქალაქეთა
საზღვარგარეთ
დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარუდგენლობა
არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის საფუძველი. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ,
11 ივლისს
განხორციელებული
ცვლილების
თანახმად,
საზღვარგარეთ
მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებით საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვებათ“,-
აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ,
ნებიმიერი
ცვლილება,
რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებისათვის
პოლიტიკური
უფლების -
არჩევნებში
მონაწილეობის
მიღების განხორციელებისათვის
ხელშეშლა,
არამიზანშეწონილია.
„აღნიშნული ცვლილების განხორციელებას არ ახლდა შესაბამისი აუცილებლობის დასაბუთება სამინისტროს მხრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, საია
მოუწოდებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადახედოს 2012 წლის 11 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს და გააუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის
საკონსულო
აღრიცხვის
გასავლელად
საჭირო დამატებითი ცნობის, კერძოდ - საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენის ვალდებულება“,- აცხადებენ საიაში.
Internet.ge