პარლამენტში დღეს, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისთვის ბიუჯეტში
შესატანი ცვლილებებს კენჭი ეყარა.
დეპუტატებსა და ფინანსთა მინისტრის კითხვა-პასუხის შემდეგ, ბიუჯეტი
დამტკიცდა. გადაწყდა, რომ კახეთის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას
ფულადი დახმარება 1500 ლარის ოდენობით გაეწევა, გადაიხურება დაზიანებული სახლები
და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 162 მილიონი
ლარია გამოყოფილი. ასევე, დახმარება გაეწევათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ
სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ეს თანხები გამოყოფილია მხოლოდ
2012 წლის მიმდინარე პერიოდისათვის. კახეთის რეგიონში დაზარალებულ მოსახლეობას კი,
ვენახებისა და სახნავ-სათესი მიწების დამუშავებისთვის 2013 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შემდეგაც გამოეყოფათ.
Internet.ge