საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ
გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას წარადგენს.
ღონისძიება 11:30 საათზე, ქუთაისში გაიმართება. გუშინ, პარლამენტმა 83 ხმით 2 ის წინაამდეგ, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელად ლაშა თორდია დაამტკიცა.
თორდიამ, ლევან ბეჟაშვილი შეცვალა, რომელმაც
თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, კახეთში მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა და გვერდით დგომა სჭირდება და სწორედ ამიტომ დატოვა მან თანამდებობა.
Internet.ge