ირკვევა, რომ რუსეთმა
თავის ტერიტორიად მიითვალა არა მარტო ცხინვალი და გუდაუთა, არამედ სხვა
პოსტსაბჭოთა არათუ ქალაქები, არამედ ქვეყნებიც.
როგორც ცნობილია, ლონდონის
ოლიმპიური
თამაშების
ოფიციალურ
ვებ-გვერდზე,
სადაც
ყველა
მონაწილე
ქვეყნის
სპორტსმენთა
დოსიეებია
გამოქვეყნებული,
რუსეთის
წარდგენილი
მონაცემებით
ე.წ. სამხრეთ ოსეთი
და
აფხაზეთი
რუსეთის
ტერიტორიად
არის
აღნიშნული.
კერძოდ, მოჭიდავე ბესიკ
კუდუხოვის დაბადების ადგილად მითითებულია: ცხინვალი, რუსეთი, დენის ცარგუშის
ბიოგრაფიაში კი წერია: გუდაუთა, რუსეთი.
თუმცა როგორც „ეხო
კავკაზა“ იუწყება, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები, რადგან რუსეთის ნაკრებში
ბევრი სპორტსმენია, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არიან
დაბადებულები, მაგრამ ყველა მათგანს, ქვეყნის გრაფაში რუსეთი უწერია იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ის დაბადებულია, მაგალითად, უკრაინაში, სომხეთში ან
ყაზახეთში.
ჯერჯერობით, საქართველო
ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.
საგულისხმოა, რომ დენის
ცარგუში, მედლისთვის, ქართველ დავით ხუციშვილთან, ბესიკ კუდუხოვი კი, სავარაუდოდ,
მალხაზ ზარქუასთან იბრძოლებს.
Internet.ge