თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფისა“ და“პროგრესბანკის“ 100%-იან
წილებზე იძულებითი მმართველობა შეწყდა.
დღეს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მხარეების
განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის
წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერჯერობით არ იციან გააგრძელებს თუ არა ნოდარ
ჯავახიშვილი „ქართუ ბანკის“ მართვას.
Internet.ge