საქართველოს
თავდაცვის
მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს კონტრადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.
შეხვედრაზე
განხილული
იყო იმ შეთანხმების
იმპლემენტაცია,
რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის იყო მიღწეული.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში ეხმარება.
კონტრადმირალი
მარკ მონტგომერი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეა. მანამდე ამერიკელი კონტრადმირალი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სტრატეგიულ სფეროს კურირებდა, რომლის მთავარი ფუნქცია სამხედრო-საზღვაო სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება იყო.
Internet.ge