თერჯოლაში დღეს, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი და „თეთრების“
ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესწრებოდნენ.
„თავისუფალი
საქართველოს“
ლიდერებმა
პარტიის აქტივისგან ადგილობრივების პრობლემებზე ინფორმაცია მიიღეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
კახა
კუკავამ შეხვედრის მონაწილეებს „თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და ბანკებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.
„თავისუფალი
საქართველოს“
ლიდერის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ვერ ასრულებს ბანკებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების
პირობებს.
„თავისუფალი
საქართველო“
გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკების წინააღმდეგ აქციების ორგანიზებას ვალების რესტრუქტურიზაციის
მოთხოვნით.
Internet.ge