საყოველთაო სახალხო კომისია, “ქრისტიან-დემოკრატების” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას დღეს იწყებს.
კომისიის სხდომა, დღეს, პარლამენტში, 15:00 საათზე გაიმართება, სადაც წინადადებასთან
დაკვაშირებით, საპარლამენტო უმცირესობა დამატებით ინიციატივებს წარადგენს.
კომისია მუშაობას, მაისამდე გააგრძელებს, რის შემდეგაც ჩამოყალიბებულ
ფორმულირებებს პარლამენტის სხდომაზე, წარადგენს.
„ქრისტიან–დემოკრატების“ ინიციატივით, კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს 21 წლის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და არის ევროკავშირის წვერი ქვეყნის მოქალაქე.
საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას, მხარს
მმართველი გუნდიც უჭერს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომისია, რამდენიმე კვირის წინ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით არის შექმნილი, რომელიც 21 წლის პირს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას აძლევს. კომისია, აღნიშნულ
საკითხთან ერთად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივასაც განიხილავს.
Internet.ge