სანდრო ბრეგაძე: მინდა მჯეროდეს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სისტემის შესაცვლელად იბრძვის
მოძრაობა „ეროვნულების“ წევრი სანდრო ბრეგაძე „რესპუბლიკურ პარტიას“
კოალიციისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში სდებს ბრალს.
ბრეგაძის თქმით, „რესპუბლიკელები“ აკრიტიკებენ ქვეყნის პირველ
პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რაც უარყოფითად მოქმედებს „ქართული ოცნების“
რეიტინგზე.
„თუკი,
ვინმე ლანძღავს ან აგინებს გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ეს უარყოფითად აისახება კოალიციაზე არჩევნების დროს. სამეგრელოს მოსახლეობის 80% ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მომხრეა.
ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები „რესპუბლიკელებთან“, მაგრამ არჩევნებამდე ასეთი განცხადებებისგან ამ პარტიამ თავი უნდა შეიკავოს. როდესაც „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები აუგს ამბობენ ზვიად გამსახურდიაზე, ბუნებრივია ეს კოალიციის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, მე არასდროს მითქვამს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“
არ უნდა იარსებოს.
პირიქით, უნდა იარსებოს ამ პარტიამ და დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმაც.
შემდეგ საქართველოს
მოსახლეობამ
გადაწყვიტოს
ვის დაუჭერს მხარს,“-ამბობს ბრეგაძე.
ამასთან, „ეროვნულების“ წევრი იმედს
იტოვებს, რომ „რესპუბლიკური
პარტია“
ნამდვილად სისტემის შესაცვლელად იბრძვის და არა
„ქართული ოცნების“ რეიტინგის დასაწევად.
Internet.ge