“კიშინოვისა და
ტირასპოლის მრავალწლიანი კონფლიქტი, შესაძლოა, დნესტრისპირეთის მოლდოვას
შემადგენლობაში შესვლით გადაწყდეს, თუმცა განსაკუთრებული რეგიონის სტატუსით,“ -
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, თუმცა
ამისათვის მოსკოვი თავის პირობას აყენებს.
კერძოდ, რუსეთის პირობა
ასეთია: მოლდოვამ ნეიტრალიტეტის პირობა უნდა დადოს და უარი თქვას ნატოში
გაწევრიანებაზე, ასევე აღიაროს რუსების განსაკუთრებული უფლებები და რუსულ ენას
მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მისცეს - იუწყება „კომერსანტი“.
Internet.ge