ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის
წევრები, გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სვანეთში, მოსახლეობას
შეხვდნენ.
შეხვედრისას პარტიის წევრებმა
ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით,
სვანეთში მცხოვრები ადამიანები უშუალოდ უნდა იყვნენ ჩართულები ადგილზე მშენებლობის
პროცესში.
“ადგილობრივ მოსახლეობას არ
ეძლევა მესტიის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში დასაქმების
შესაძლებლობა და სხვადასხვა კუთხეებიდან ამოსული ადამინები არიან აქ დასაქმებულები.
ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ საქართველოს მოქალაქე სამუშაო ადგილს
პოულობდეს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, მარგამ აუცილებელია გამოყენებული იქნას, ის შრომითი რესურსი რომელიც არის
ადგილზე“,- განაცხადა თარგამაძემ.
Internet.ge