სირიელმა ოპოზიციონერმა ხაიტამ ალ-მალეხმა კაიროში განაცხადა, რომ
დაწყებულია დევნილი მთავრობის ფორმირების პროცესი.
ოპოზიციონერის თქმით, ასეთი დავალება მას მისცეს სირიელმა
ოპოზიციონერებმა და სირიის გარეთ მყოფმა ასადის მოწინააღმდეგეებმა.
ალტერნატიული მთავრობა დროებითი იქნება და მისი ამოცანაა, ქვეყანაში,
ბაშარ ასადის ჩამოგდების შემდეგ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
დევნილ მთავრობას თავად ალ-მალეხი უხელმძღვანელებს. ის 81 წლისაა და
კონსერვაიტიული შეხედულებები აქვს. განათლებით იურისტია და უფლებების დაცვითაა
დაკავებული.
Internet.ge