"ახალი
მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს დაბა სტეფანწმინდაში
ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
პარტიის კანდიდატი
ყაზბეგის ოლქში ზვიად ქავთარაშვილი იქნება, რომელიც ადგილობრივი კადრია და რაიონში
მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
"ზვიადი წლების
მანძილზე ყაზბეგში საქმიანობდა და კარგად იცნობს რაიონს. დარწმუნებული ვარ, ის შესძლებს საქართველოს პარლამენტში
ყაზბეგელთა ინტერესები დაიცვას, რომელთაც, გარდა ზოგადად ქვეყანაში არსებული
სირთულეებისა დამატებით სხვა უამრავი პრობლემა
აქვს - მკაცრი კლიმატი, რუსეთის საზღვრის სიახლოვე და სხვა", - განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძესთან
ერთად სტეფანწმინდაში წარდგენას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც
ესწრებოდა. მემარჯვენეები დღესვე რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც
შეხვდებიან.
Internet.ge