საპარლამენტო არჩევნების თარიღი კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“
მისაღები აღმოჩნდა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, კოალიცია
წინასაარჩევნო პროცესში დიდიხანია ჩართულია.
„ჩვენ ნებისმიერ თარიღზე თანახმა ვართ, ვიცით რომ გავიმარჯვებთ“,-
აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საქართველოში არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ
სპეციალური განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო
არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2008 წელს გამართულ არჩევნებში, ხმების
უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობამ“ მიიღო.
Internet.ge