ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო კალენდარი დაამტკიცეს, რომელიც კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს.
ცნობილია, რომ საარჩევნო ბლოკებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს 43-ე დღეს უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ცესკოში განცხადება წარადგინონ. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ მათთვის რესგირაციის ვადა 5 აგვისტოს იწურება.
სხდომაზე ასევე განისაზღვრა ის ვადებიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დარეგისტრირებისათვის მიეცათ.
დღეიდან 21 სექტემბრამდე ცესკო-ში განაცხადების შეტანა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაცებს, მათ განცხადების შეტანის უფლება 24 სექტემბრამდე აქვთ.
internet.ge