GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკო პარტიების რეგისტრაციას განაგრძობს
11:09 03.08.2012
დღის სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების რეგისტრაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე განაცხადი 36 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, რომელთაგან 10 უკვე დარეგისტრირდა.

დარეგისტრირების მოთხოვნით, ცესკო-ს დღეს "ლეიბორისტებმა" მიმართეს. ასევე ცნობილია, რომ დღესვე „ქრიტიან-დემოკრატებიც“ შეიტანენ განაცხადს.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ, ცესკოში განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტომდე აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა კი, პირველ სექტემბრამდეა. 

რამდენიმე დღე დარჩათ რეგისტრაციისთვის საინიციატივო ჯგუფებს. დამოუკიდებელი მაჟორიტარების წარდგენის ვადა მათ 5 აგვისტოს ეწურებათ. საინიციატივო ჯგუფი 5 კაცისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. 

განაცხადის შეტანის შემდეგ დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატების დარეგისტრირება დაიწყება. პროცედურა 6 აგვისტოდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიაში ნარკოლოგიური ცნობა და ამომრჩეველთა სია უნდა წარადგინოს. 

ასევე, რამდენიმე დღეში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირება უნდა დაიწყონ. რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა, საკრებულოებმა და გამგეობებმა 11 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც სააგიტაციო მასალების გამოქვეყნება აიკრძალება. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X