საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 5 აგვისტოს, ბათუმში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
არასამთავრობოების განცხადებით, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის
დამკვირვებლები
მონიტორინგს
გაუწევენ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია
და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების
კანონმდებლობით
დადგენილი
გარანტიები.
Internet.ge