ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი იქნება
ყვარელში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი იქნება.
ვერულაშვილი დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ წარადგინა.
მარიკა
ვერულაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეულმა ყვარლელმა გლეხმა
და ადგილზე მაცხოვრებელმა ოჯახმა,
რაც შეიძლება მეტი
სიკეთე იგრძნოს იმ პროექტებისგან, რაც დღეს მთავრობის პრიორიტეტია. „ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა“,- დასძინა ვერულაშვილმა.
„ნაციონალური
მოძრაობა“ კი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს.
internet.ge