"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გორის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოძრაობის
ლიდერებმა
გორელებს
"ქრისტიან-დემოკრატების"
წინასაარჩევნო
პროგრამა გააცნეს: "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება!".
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ჩვენ მოსახლეობას ვაცნობთ "ქრისტიან-დემოკრატიულ" პროგრამას, რომელიც არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად და ერთიანი
საქართველოს
ასაშენებლად
ყველა თაობისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანეს საკუთარ თავზე, ეს ადამიანები არიან ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლობის
მსხვერპლნი",
- განაცხადა
გიორგი თარგამაძემ.
პარტიის ლიდერმა გორელ ამომრჩეველს პირობა მისცა რომ არჩევნებში
გამარჯვების შემთხვევაში გორის და სრულიად საქართველოს ახალგაზრდები ხარისხიან და
ხელმიასწვდომ განათლებას მიიღებენ.
"ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - იქნება ეს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, ახალგაზრდებისთვის
ხარისხიანი
და ხელმისაწვდომი განათლების მიღება, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის",
- დასძინა თარგამაძემ.
Internet.ge