ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, არჩევნებთან
დაკავშირებით, განაცხადი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა.
განაცხადი მოძრაობის სახელით, ჩიორა თაქთაქიშვილმა
და აკაკი მინაშვილმა წარადგინეს.
„2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ოფიციალური
განაცხადი წარვადგინეთ. ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი პასუხისმგებლობა,
იმისათის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უფრო
მეტ სარგებელს მისცემს“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
ამ დროისათვის ცესკო-ში სულ 40 განაცხადია შესული,
საიდანაც 14 პარტია უკვე დარეგისტრირებულია. განაცხადების შეტანის ვადა კი ხვალ
იწურება.
internet.ge