GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილის აჭარაში ვიზიტს ხმაური მოჰყვა
14:58 04.08.2012
დღის სიახლეები

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს, ბეშუმში გამართულ დღესასწაულზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას დუმბაძემ განაცხადა, იყო მცდელობა, რომ ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა მაინც შედგა.

„ბიძინა ივანიშვილი იყო ბეშუმში ჩასული, იმისათვის, რომ ხალხისთვის და ადგილობრივებისთვის დღესასწაული „შუამთობა“ მიელოცა. იყო მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილისთვის პროვოკაცია მოეწყოთ, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ  დღესასწაული ჩაიშალა. ეს სახალხო ზეიმი სამხედრო დღესასწაულად გადაიქცა“,- განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, ინციდენტში ადგილობრივი მოსახლეობა არ მონაწილეობდა და ხალხი სხვადასხვა რეგიონებიდან ჰყავდათ ჩაყვანილი.

მისი თქმით, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ბათუმში მიემართება, სადაც ხვალინდელი აქციისთვის დაიწყებს მზადებას.

დღეს, ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება. ადგილზე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, სადაც „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხადამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა.

ბეშუმში მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს ხმაურით შეხვდა: „წადი, წადი, პუტინი უკან“,- სკანდირებდნენ ადგილობრივები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს2
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა3
სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის გვამი მეთევზემ იპოვა4
აფხაზებს საზღვარზე დამონტაჟებული რენტგენის აპარატების ეშინიათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X