იემენში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 42 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქ ჯაარში სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი "ალ ქაიდას" წევრი იყო.
სამართალდამცველები ამას იმით ხსნიან, რომ მანამდე ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა ჰადრამაუტის პროვინციაში "ალ ქაიდას" 5 სავარაუდო მებრძოლი გაანადგურა.
internet.ge