კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ისინი იზრუნებენ, რომ ყველა მოქალაქეს დაზღვევის პოლისი ჰქონდეს.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ივანიშვილი გამოსვლისას ტურიზმის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ამ კუთხით დიდი პრობლემებია.
“ჩვენ შევძლებთ საბანკო კრედიტი მკვეთრად შევამციროთ. ასევე, მიწის სამართლიან რეფორმას ჩავატარებთ და მიწა დაუკანონდებათ მოქალაქეებს.
დღეს ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს და ეს საკაშვილის სურვილებზეა დამოკიდებული. ჩვენ გპირდებით, რომ თბილისადან ვეღარავინ მოგახვევთ თავს თავის ნება-სურვილებს”,- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა
ყურადღება გაამახვილა ჰესების მშენებლობაზეც და განაცხადა, რომ ეს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებაა და აღნიშნული საკითხი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ.
Internet.ge