GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი გმირების სახელზე მოვიპოვებთ გამარჯვებას
21:43 06.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა.

მიხეილ სააკაშვილი რეგიონის სამი სოფლის: ძევერას, ქიწნისისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა. კარალეთში ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. 

ქვეყნის პირველმა პირმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ, საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

"დიდიხანია მინდოდა თქვენთან მოსვლა, ბოლო კვირების განმავლობაში... ჩემი თვალით ვნახე მეც და მთელმა ერმაც, როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. ჩვენმა მტერმა თქვენ წაგართვათ ყველაფერი, სიცოცხლის გარდა და ზოგიერთ თქვენს ახლობელს წაართვა სიცოცხლეც, მაგრამ თქვენ ვერ გაგტეხათ. 

მე ბევრი მივლია თქვენს ხეობებში. ჩემთვის ყველაზე მოუშუშებელი ტკივილია რაც მათ ფეხქვეშ გათელეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერ ამას დავიბრუნებთ.

ახლა ქართლის შუაგულში ვდგავარ. აქ დამპყრობელმა ფეხი ვერასდროს მოიკიდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც რუსეთი მოიკიდებს ფეხს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ხეობებს, ჩვენს სოფლებს და დავიბრუნებთ მათ. 

თქვენ ყველანი გმირები ხართ. რამდენი ღირსეული ჯარისკაცი დავკარგეთ ამ მიწაზე, სანამ სული გვიდგას, მათ სახელზე მოვიპოვებთ გამარჯვებას, უკან ვერავინ დაგვახევინებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში მივიდა1
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდებიან2
ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა3
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად განიხილება4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X