საქართველოს
პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორის სამხედრო აკადემიაში, ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.
ქვეყნის
პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი დღე ყველაზე მტკივნეული და მოუშუშებელია, რომელიც ქართველების სისხლითაა დაწერილი.
გორში,
დაღუპულთა
ხსოვნას წამიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მიხეილ
სააკაშვილის
განცხადებით,
საქართველოს
ყველა დაღუპული ჯარისკაცის სახელი სამარადჟამოდ ემახსოვრება, მათი მკვლელები გამარჯვებას ვერ იზეიმებენ და ოცნება დააჩოქონ საქართველო არასდროს ახდება.
“დღევანდელი
დღე ასევე არის დევნილებისთვის შეხსენების დღე, რომ ჩვენ არც ერთ მათგანს განსაცდელში არ დავტოვებთ. გვესმის, რომ მათი ტკივილი და ბრაზი წარმოუდგენელია.
მათი ტკივილი კი, თითოეულ ჩვენთაგანს სტკივა. დარჩება მოუშუშბელი იარები, მაგრამ წართმეულს აუცილებლად დავიბრუნებთ, საქართველო კი, იქნება მთლიანი და თავისუფალი”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის
თქმით, კრემლის მიზანი 2008 წელს ნათელი იყო. მათ სურდათ ქვეყნის დამორჩილება, თბილისის აღება და საგარეო პოლიტკური კურსის 180 გრადუსით შემობრუნება.
“ ხშირად არის კამათი საქართველომ მოიგო თუ წააგო
ეს ომი, სანამ ჩვენ მიწაზე ოკუპანტები დგანან, როგორ მოგვიბრუნდება ენა რომ ვთქავათ, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, მაგრამ რა მოიგო რუსეთმა? საქართველო რუსეთმა ვერ აიღო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის
პირველი პირის განცხადებით, რუსეთს ჰქონდა სურვილი, საქართველოს მთავრობის დამხობის, წყობილების შეცვლის და ლიდერების ფიზიკური განადგურების, მაგრამ მათ ვერაფერი მოახერხეს.
Internet.ge