GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არჩევნებში მონაწილე პარტიებს საარჩევნო ნომრები მიენიჭათ
10:33 08.08.2012
დღის სიახლეები

ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

საარჩევნო სუბიექტებსა და სუბიექტობის კანდიდატებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №24 პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“, №38 „ლეიბორისტული პარტია“, № 8 „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, № 28 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, №23 „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“, №22 „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“.

2008 წლის პარლამენტის არჩევნებში პირველმა სამმა საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს აცნობეს გადაწყვეტილება 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით,  იმ რიგითი ნომრების გამოყენების შესახებ, რომლებითაც 2008 წლის პარლამენტის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - №5, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ - №7, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“ - №10). 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა შემდეგი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები: ფონდი „საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“,  „ამომრჩეველთა ლიგა“ და  „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას - „მოძრაობა გადაარჩინე სიცოცხლე“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უმცირესობა პარლამენტის შენობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მოძიების ინიციატივით გამოდის1
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება2
არასამთავრობოები რუსთავის ციხეში არსებული ვითარების შესწავლას ითხოვენ3
ნიკა რურუა საზოგადოებას მიმართავს4
მინაშვილი: იმედია, „ქართული ოცნება“ თავის საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X