„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე
წუხს, რომ რუსული ინტერვენციის ერთ-ერთ ავტორს - ვლადიმერ პუტინს, 2008 წლამდე არ
ჩამოართვა ხელი. აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.
მისი თქმით, პუტინთან დიალოგისთვის ომამდე
რომ დამჯდარიყო, 2008 წელს ომი თავიდან იქნებოდა აცილებული.
„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20%
ოკუპირებულია, საზღვრებზე რუსი ჯარისკაცები დგანან, მაგრამ ეს თქვენი უგუნური
პრეზიდენტის დამსახურებაა“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.
internet.ge