GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მედვედევი: ჩემმა გადაწყვეტილებამ მშვიდობა მოიტანა
17:26 08.08.2012
დღის სიახლეები

ცხინვალში მყოფმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მშვიდობისთვის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ სამართლიანი და დროული იყო.

„რუსეთს, სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად, აგრესორისთვის პასუხის გაეცემის გადაწყვეტილების მიღება მოუხდა“ - ციტირებს მედვედევს „იტარ-ტასი.

„მე მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც აღადგინა ბალანსი და მშვიდობა მოიტანა. ეს გადაწყვეტილება დროულად იქნა მიღებული, საკმაოდ სწრაფად და მოხერხდა თავიდან აგვეცილებინა უფრო დიდი მსხვერპლი. ეს გადაწვეტილებები იყო სწორი, სამართლიანი და ისინი დარჩება ჩვენი ხალხის ხსოვნაში“ - განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რუსმა მაღალი რანგის სამხედრო პირებმა დოკუმენტურ ფილმში „დაკარგული დღე“ განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ყოყმანობდა, ვიდრე საქმეში პეკინში მყოფი ვლადიმერ პუტინი არ ჩაერია. სამხედროებმა სწორედ მედვედევი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან დროულად არ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7 და 8 აგვისტოს სატელეფონო საუბრები ჰქონდა დიმიტრი მედვედევთან და თავდაცვის მინისტრთან.

დიმიტრი მედვედევს ცხინვალში აპლოდისმენტებით შეხვდნენ - იუწყება „რუსეთის ახალი ამბების სამსახური“. ე.წ. პრეზიდენტის სასახლესთთან მას რამდენიმე ასეული ადამიანი დახვდა.

მედვედევი მიესალმა სახალხო ლაშქრის წევრებსაც, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორი და დროული გადაწყვეტილების წყალობით დიდი მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სლოვაკეთმა ნეიტრალური დოკუმენტი ცნო1
ოზეროვი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით გაუმჯობესდება2
სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლება არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს3
დინამოს სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი გაიმართება4
მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უცნაური კაშკაშა ობიექტი დააფიქსირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X