დღეს, ცესკო-ს მიერ
ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსი დასრულდება. საბუთების მიღება კომისიაში 6 აგვისტოს დაიწყო.
ცესკომ ავღანეთში, პროპორციული წესით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, სპეციალური ჯგუფების სამ-სამი წევრის
ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
როგორც
ცნობილია, საარჩევნო უბნები ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "შუკვანი" და ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "ბ - ასეულის ბაზა" შეიქმნა. ქაბულის ბაზაზე მყოფი ამომრჩევლები კი, არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ.
Internet.ge