შეკითხვა საომარი მოქმედებების დასაწყებად გაცემული ბრძანების შესახებ პუტინმა უპასუხოდ დატოვა
ვლადიმერ პუტინმა
სააგენტო „რია ნოვოსტის“ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დეტალების შესახებ უამბო.
მისი თქმით, აქტიური
საბრძოლო მოქმედებები 6 აგვისტოს დაიწყო.
„ინფორმაციას იმის
შესახებ, თუ რა ხდებოდა 5, 6, 7 და 8 რიცხვში, მე ვიღებდი პირდაპირ ცხინვალიდან.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჟურნალისტებისგან. იმიტომ, რომ სწორედ ჟურნალისტები
ეკონტაქტებოდნენ ჩემს პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს, ის კი ჩემთან მოდიოდა და
მიყვებოდა. მათზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით ჩემს ინფორმირებას ახდენდა საომარი
მოქმედებების შესახებ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„თქვენი კოლეგები
პირდაპირ საუბრობდნენ, რომ მიდიოდა ნამდვილი ომი, რომ რეალურად მოვიდა ქართული
არმია. სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა: „რეალურად მიდის ბრძოლა, ნამდვილი, იღუპება
მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი სამშვიდობოები“. მართალი გითხრათ, ეს იყო
ერთადერთი მთავარი წყარო ჩემი ინფორმაციისა დროის იმ პერიოდში. სწორედ მათზე
დაყრდნობით ველაპარაკებოდი მე დიმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრს,“ -
განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ დღემდე
არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ინფორმაციებს გადასცემდნენ.
„ჯერ ერთი, მათთვის დიდი
ხანია მადლობა უნდა გვეთქვა და მეორეც, - თუ ისინი, რა თქმა უნდა, მოისურვებენ,
შეიძლება მათი დადგენა და მათთან საუბარი,“ - თქვა პუტინმა.
მან არ
უპასუხა კითხვას, მოითხოვდა თუ არა დიმიტრი მედვედევთან სატელეფონო საუბრების დროს
საომარი მოქმედებების დაწყებას:
„ეს სხვა საკითხია“ - განაცხადა მან.
Internet.ge