GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მედვედევმა პუტინსა და ბალუევსკის „მოკლე მეხსიერება“ დაუწუნა (VIDEO)
11:17 09.08.2012
დღის სიახლეები

„ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ“ - ასეთი პასუხი გასცა ცხინვალში ჩასულმა დიმიტრი მედვედევმა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოში ის ყოყმანობდა და ვერ ახერხებდა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რამაც მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

ეს ბრალდება მაშინდელ მთავარსარდალს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა იური ბალუევსკიმ დოკუმენტურ ფილმში „დაკარგული დღე“ წაუყენა, თუმცა მედვედევის როლი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში ვლადიმერ პუტინმაც საეჭვო გახადა, როცა განაცხადა, რომ ის პეკინიდან ურეკავდა პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს, როცა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა.

პუტინსაც და ბალუევსკისაც მედვედევმა ცხინვალიდან უპასუხა:

„მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე 2,5 საათის შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს დილის 4 საათი იყო. მან კი, ვინც სხვა რამეს ამბობს, ან არ იცის, ან შეგნებულად ამახინჯებს,“ - თქვა მედვედევმა.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - უმაღლესი მთავარსარდალი და ასეთი ადამიანი იმ მომენტში ვიყავი მე. არანაირი სხვა კონსულტაციები არ შეიძლება რომ ყოფილიყო და არც ყოფილა. ვლადიმერ პუტინს მე დავუკავშირდი მხოლოდ 8 აგვისტოს,“ - დააზუსტა მან.

მისი თმით, „ყველა გადაწყვეტილება (სამხედრო ოპერაციის დაწყება) ზუსტად იმ მომენტში იყო მიღებული, როცა ამის გაკეთება იყო საჭირო, რადგან საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი აგრესია დაიწყებოდა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“.

იხ. ბმული

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონკანიდან წყალს ქვეწარმავალი გამოჰყვა1
დინამოს სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი გაიმართება2
სენსაცია - მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს3
ჭიათურაში იუსტიციის სახლის მშენებლობა შეწყდა4
მთლიანი შიდა პროდუქტი 6,2 %-ით გაიზარდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X