“საქართველოში 1
ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელიც 2003 წლის ვარდების
რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნის დემოკრატიის ტესტი
იქნება“, - ასე აფასებს გავლენიანი მედიასაშუალება BBC საქართველოში
შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს.
სტატიის ავტორი დამიენ
მაგუნესი წერს, რომ არჩევნებზე ერთმანეთს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და
მილიონერი ბიძინა ივანიშვილის პარტიები დაუპირისპირდებიან.
„პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ლიდერობს
ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ
ჩატარებულ გამოკითხვებში. თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ
მონაცემებს და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების
მშვიდობიანი აღაირების პირობას წარმოადგენს,“ - წერს
BBC.
გამოქვეყნებულ სტატიაში
ორივე მხარის ბრალდებებია წარმოდგენილი. „ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ არაფერი ხდება,
ეს მხოლოდდამხოლოდ სამართლიანობის ფასადია,“ - მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის
ციტატა. ამასთანავე, სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ხელისუფლების წარმომადგენელთა
მოსაზრებას და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო დახმარებები
მხოლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისასთვის გამოიყენა.
სტატიის ავტორი
ყურადღებას ამახვილებს პარტიის ლიდერების პიროვნულ მახასიათებლებზეც: „პრეზიდენტი
სააკაშვილი არის ტოლერანტული რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების
მიმართ, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისაგან, რომელიც შემაწუხებლად ნაციონალურია.“
დამიენ მაგუნესი მიხეილ
სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზეც წერს: „როდესაც ის 2003 წელს ხელისუფლების
სათავეში მოვიდა, კორუმპირებული საბჭოთა ელიტა მოიშორა. მან ბევრი დაპირება
შეასრულა და ქვეყანაში არსებული საშინელი კრიმინალი დაამარცხა,“- ნათქვამია
სტატიაში.
Internet.ge