GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბრალდებებს პასუხობს
17:38 09.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის აკრიტიკებს საქართველოს დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებას", კერძოდ, იმ ფაქტს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს პოლიტიკური ხასიათის ელექტრონულ წერილებს უგზავნიდა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სრული შიდა მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებისა" და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ზემოხსენებული ელექტრონული წერილები არ შეიცავდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეფასებებს. მათში აქცენტი გადატანილი იყო იმ ფაქტებზე, რომლებიც ასახავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებს. როგორც ერთ-ერთ წერილში ნათლადაა მითითებული, გაგზავნილი მასალა მიზნად ისახავდა ექსპერტებისა და მკვლევარებისთვის ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებას „13 ივნისს, ატლანტიკურ საბჭოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის გამოსვლის კვალდაკვალ". მსგავსი შინაარსის არის ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მითითებული მეორე წერილიც. არც ერთ დასახელებულ შემთხვევაში, ქართველ დიპლომატებს უცხოელი კოლეგებისთვის თავიანთი პოლიტიკური შეფასებები არ მიუწოდებიათ. ამასთან, მოცემულ კორესპონდენციაში საქართველოს დიპლომატიური სამსახური პროპაგანდას არ უწევდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციას“,- ნათქვამია განცხადება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში ასევე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდება.

„ელექტრონული წერილები განკუთვნილი იყო არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი ექსპერტების და მკვლევარებისთვის, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები. საქართველოს მთავრობა და შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უფლებამოსილია გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული და დეკლარირებული ინტერესები და პოზიციები ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და სხვა სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვა. ამდენად, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოზიციებთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს რეგულარულად მიმართავენ ექსპერტები, მკვლევარები და სხვა დაინტერესებული პირები თხოვნით, მიაწოდონ მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულ კონტექსტში, ქართველი დიპლომატები ხშირად ავრცელებენ ფაქტობრივ მასალას, თავიანთი მხრიდან რაიმე პოლიტიკური შეფასების გამოთქმის გარეშე“,- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველ დიპლომატებს არ დაურღვევიათ საქართველოს კანონმდებლობა და დემოკრატიული ქვეყნებში დადგენილი დიპლომატიური სტანდარტები.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც უზრუნველყოფს, რომ მისი საქმიანობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დიპლომატიის და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის აღიარებულ ნორმებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციას და დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს“,- აცხადებენ სამინისტროში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჩხუბი, რომელშიც მამაკაცები ცოლებთან ერთად ჩაებნენ, მსხვერპლით დასრულდა (VIDEO)1
შენობების მბრწყინავი ფასადები გადამფრენ ჩიტებს ანადგურებენ2
ბათუმში, 25 მეტრიანი კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა გადმოდის3
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს4
სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას ეხმიანება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X