პრემიერ-მინისტრის
დიმიტრი მედდევის დავალებით რუსეთის მთავრობა ცხინვალში რევიზიას იწყებს. კონტროლს
დაექვემდებარება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ცხინვალში რუსეთის სამინისტროები და
უწყებები ახორციელებენ.
დავალება მინისტრებს დიმიტრი მედვედევმა დღეს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე მისცა
- იუწყება „ოსინფორმი“.
რუსეთის პრემიერის თქმით,
რევიზიის ჩატარება ადგილობრივ უწყებებთან ერთად აუცილებელია, თანაც ეს „ობიექტური
რევიზია უნდა იყოს“ - განაცხადა მედვედევმა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს მილიარდები გადაურიცხა, თუმცა ედუარდ კოკოითის
შემდეგ მოსული ახალი რეჟიმი აცხადებს, რომ ფული არამიზნობრივად არის დახარჯული,
რაშიც დღევანდელი ე.წ. გენერალური პროკურორი ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად
რუსეთის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს, რომლებიც ცხინვალში
განსახორციელებელ პროექტებში მონაწილეობდნენ.
Internet.ge