რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტრო კომენტარს აქვეყნებს ქართული მხარის რეაქციაზე, რომელიც ვლადიმერ
პუტინის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
„რუსეთის, როგორც
პასუხისმგებლობის მქონე შუამავლისა და მშვიდობისმყოფლის როლი არა უბრალოდ
გულისხმობდა, არამედ პირდაპირ ავალდებულებდა მას ადექვატურად გაგვეთვალისწინებინა
შეუწყვეტელი მცდელობები კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისა. შესაბამისად,
შემუშავებულ იქნა აუცილებელი სამხედრო გეგმები თბილისის სამხედრო აქციების
საპასუხოდ. დიდწილად, სწორედ ამის წყალობით მოხერხდა მოგვეგერიებინა მორიგი, თავისი
მასშტაბებითა და სისასტიკით უპრეცედენტო თავდასხმა ქართული სამხედრო მანქანისა“, -
ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში თბილისის
რეაქციას „ისტერიკას“ უწოდებენ და იმქურებიან, რომ თბილისი, „უმჯობესია,
დაწყნარდეს“:
„ასეთი რეაქცია კიდევ
ერთხელ ადასტურებს, რომ იქ არ შეჰგუებიან აგვისტოს დანაშაულებრივი ავანტიურის
კრახს და კვლავაც აქვთ რევანშისტული ჩანაფიქრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
მრავალტანჯული ხალხს წინააღმდეგ. ამ ჩანაფიქრებს ახდენა არ უწერია. ასე რომ,
რევანშისტები, უმჯობესია, დაწყნარდნენ“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
Internet.ge