რუსული მედია და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედვედევის გამანადგურებელი ფილმი კრემლიდან შეუკვეთეს
მას შემდეგ,
რაც ინტერნეტში გავრცელდა აგვისტოს ომითან დაკავშირებული ფილმი „დაკარგული დღე“,
სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები დიმიტრი მედვედევს 2008 წლის
აგვისტოში, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების დაყოვნებაში ადანაშაულებენ,
რუსული მედია და ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვიღაცამ მედვედევის
იმიჯის განადგურება და მისი შესუსტება გადაწყვიტა.
ამ დრომდე უცნობია ფილმის შემქმნელთა ვინაობა და სწორედ ამიტომ,
ვარაუდობენ, რომ „დაკარგული დღე“ კრემლის, ანუ ვლადიმერ პუტინის დაკვეთით
გადაიღეს.
ჟურნალი „ფორბსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფილმი გადაიღო
„მეხუთე არხმა“, შესაძლოა, პრეზიდენტის ჩინოვნიკების ნებართვით.
„ფილმმა წაახდინა მედვედევის ერთადერთი გმირული საქციელი მის
კარიერაში - საქართველოსთან ომის პირადი ხელმძღვანელობა“ - ამბობს „ფორბსის“
წყარო.
„ლენტა
რუ“ ვარაუდობს, რომ მმართველი ელიტის ძალოვანი ფრთა, რომელიც მხარს უჭერს პუტინს,
ძირს უთხრის ზომიერ ფრთას პრემიერის ხელმძღვანელობით. გამოცემა იხსენებს, რომ
მედვედევის მოშორებაზე მაშინვე დაიწყო საუბარი, როგორც კი პუტინმა მას მთავრობის
ხელმძღვანელობა ჩააბარა.
internet.ge