საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი
მედვედევის
ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება
გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 აგვისტოს, პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკანონოდ შევიდა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე და ეწვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობისა
და კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით განხორიციელდა.
„რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა ემსახურება საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის" არგუმენტის გამყარებას. იმდროინდელი პრეზიდენტის, მედვედევის გადაწყვეტილება ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა
2008 წლის
აგვისტოში
საქართველოს
წინააღმდეგ
განხორციელებული
ურცხვი სამხედრო აგრესიის პოლიტიკურად შენიღბვის განწირულ მცდელობას. რუსეთი ფაქტიურად იზოლირებულია ამ გადაწყვეტილებაში.
მისმა ძალისხმევამ, მოესყიდა საერთაშორისო თანამეგობრობა დაშინებისა თუ წახალისების გზით მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო. შესაბამისად, ბატონი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი რუსეთისავე შიგნით და გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზე მისი პრესტიჟის შენარჩუნებას ემსახურება“,-
ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებით, საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია.
„კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, ხოლო საქართველო ვითარდება და ისეთი მომვალისკენ ისწრაფვის, სადაც გახლეჩილი საზოგადოების ჭრილობები შეხორცდება და რომელშიც არ იქნება საოკუპაციო ძალების ადგილი“,-
აცხადებენ უწყებაში.
internet.ge