საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი
კაპანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ელჩებს კაპანაძემ, რუსეთის
პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ, 2008 წელს ომის დაწყებასთან
დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პუტინის
მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული თუ რა გეგმები ჰქონდათ მათ საქართველოსთან
მიმართებაში და ომის დაწყების შესახებ გეგმა როდის შეიმუშავეს.
„ახალი ფაქტობრივი გარემოებები გახდა
ცნობილი, რუსეთის მოტივაციასთან დაკავშირებით. აღიარებული იქნა თუ რა გეგმები
ჰქონდათ მათ. ეს კი, არის ის განცხადება,
რომელიც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასებას“,- განაცხადა
კაპანაძემ.
რუსეთს
ჰქონდა „ქართული აგრესიის“ საპასუხო გეგმა, რომელიც 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა დამტკიცებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„გეგმა
იყო. გეგმა მოამზადა გენერალურმა შტაბმა და სადღაც, 2006 წლის ბოლოს, 2007-ის დასაწყისში ის მე დავამტკიცე“ - განაცხადა პუტინმა.
მანვე
აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს პირადად დაურეკა მედვედევსა და სერდიუკოვს და საქართველოზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებაში მონაწილეობა მიიღო.
internet.ge